Tuesday, December 9, 2014

რეფლექსია IX დღე

          ჩვენი  ტრენინგი  დასასრულს  მიუახლოვდა. ძალიან  კმაყოფილი  ვარ  ამ  ტრენინგით, რადგან  ასეთი  ტრენინგზე  რამდენი  ხანია არ  ვყოფილვარ. ვისწავლე  პორტფოლიოს  შექმნა, დრაივში  მუშაობა,პროექტებით  სწავლება .  ამ  ცოდნას  აუცილებლად  გამოვიყენებ  პრაქტიკაში, ამით  დარწმუნებული  ვარ  წარმატებებს  მივაღწევ .ძალიან  დიდი  მადლობა  ტრენერს  ასეთი  ტრენინგის  ჩატერებისთვის,რომელიც  არაჩვეულებრივად  გვაწოდებდა  ყველა  ახალ  მასალას. გაიხარეთ  ბატონო  დათო, ჯანმრთელობას  და  უამრავ  წარმატებებს  გისურვებთ  თქვენს   ცხოვრებაში. გისურვებთ  საუკეთესო  ახალი  წლის  დადგომას

Sunday, December 7, 2014

რეფლექსია VIII დღე

               დღეს  ყველაზე  საინტერესო  დღეა. ვისწავლე  power  point -ში პროექტის პრეზენტაციის  გაკეთება,  სლაიდ  შოუ. მივიღე  ცოდნა  ფაილების  მიმაგრების  შესახებ  დრაივში  და  ფოსტაზეც. გავაკეთე  პორტფოლიო, სადაც  მოვათავსე  ყველა  საჭირო  დოკუმენტი მაგალითად , მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,.  დიდი  მადლობა  ბატონ  დავითს ასეთი  ხარისხიანი ტრენინგის  ჩატარებისთვის, რადგან  ვისწავლე  ძალიან  ბევრი  საინტერესო  რამ.

Saturday, December 6, 2014

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  სანახავად  გადადით  ბმულზე






https://drive.google.com/folderview?id=0B-B-CO73RlbjOFhzTXlqWTBCWkU&usp=sharing




რეფლექსია VII დღე

              დღეს  განვიხილეთ  და  ვიმუშავეთ  შეფასებებზე. გავარჩიეთ  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი. ტრენერისგან მივიღე გარკვეული შენიშვნები  და  რჩევები. იმედია ამ  ყველაფერს გავითვალისწინებ  და  გამოვიყენებ  მომავალ ში

Thursday, December 4, 2014

რეფლექსია VI დღე

             დღეს ტრენინგის  მე-6-ე  დღეა.დღეს  ვიმსჯელეთ შეფასების  სქემებზე. განმავითარებელ  და  განმსაზღვრელ  შეფასებებზე, პროექტში  სხვადასხვა  სახის  შეფასების  გამოყენებაზე.  მოსწავლეთა  და  კოლეგების  ჩართვაზე  შეფასებებში. შეფასებებზე  საუბარი  ძალიან  საინტერესოა, გავიგე  ბევრი  რამ დაწვრილებით, რაც  მაინტერესებდა. ტრენერმა  დავალებად  მოგვცა  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა. იმედია  თავს  გავართმევ  შესასრულებელ  დავალებას.

Wednesday, December 3, 2014

რეფლექსია V დღე

               დღეს  ტრენინგის  V  დღეა. ვისაუბრეთ  ზოგად , თემატურ , შინაარსობრივ  კითხვებზე. მივიღეთ  ტრენერისგან  რჩევები და  შესაბამისი  დავალებები.ვისაუბრეთ  მიზნებზე, რაც  ძალიან  საინტერესოა. ცოტა  დავიღალე, მაგრამ ბევრი რამ შევიძინე. ვისწავლეთ  ინტერნეტიდან  მისამართების  გადმოწერა.